კალგარის ზამთრის XV ოლიმპიური თამაშები (1988)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალგარის ზამთრის XV ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომელიც ორკვირიან პერიოდ საღემატებოდა. ასევე პირველად მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ორმოცდაათს გადააჭარბა

კალგარის ზამთრის XV ოლიმპიური თამაშები (1988) – ზამთრის XV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა კანადაში, კალგარში 1988 წლის 13-28 თებერვალს.

1984 წლამდე კანადელებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მცდელობა ექვსჯერ ჰქონდათ, აქედან ორჯერ კალგარის კანდიდატურა წარადგინეს. მეშვიდე მცდელობა წარმატებული გამოდგა - კალგარიმ XV ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

კალგარის თამაშები იმ დროისთვის ერთ-ერთი უძვირესი გამოდგა, მაგრამ სოლიდურმა სატელევიზიო და სპონსორულმა შემოსავლებმა ხარჯები სრულიად გადაფარა და მოგებაშიც გადაიზარდა. ასევე პირველად, ორგანიზატორებმა ოლიმპიადაზე წარადგინეს არა ერთი, არამედ ორი თილისმა - ჩრდილოური დათვის ორი ბელი ჰიდი და ჰოუდი.

წარწერის ტექსტი

თამაშები უნაკლოდ წარიმართა. ერთადერთი პრობლემა თბილი ნოტიო ქარი აღმოჩნდა, რომელმაც მოთხილამურეებს საასპარეზო გრაფიკი აურია, დროში გაწელა და პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, ხელოვნურ თოვლზე მოუწიათ გამოსვლა.

სუპერ გიგანტისა და კომბინაციის დამატებით, სამიდან ხუთ დისციპლინამდე გაიზარდა სამთო მოთხილამურეთა პროგრამა, ხოლო გუნდური ასპარეზობა დაემატა ჩრდილოურ ორჭიდსა (სათხილამურო ორჭიდი) და ტრამპლინიდან ხტომებს. დისციპლინათა რაოდენობის ზრდამ ოლიმპიადის დღეების ხანგრძლივობაც გაზარდა. ეს იყო პირველი ოლიმპიადა, რომელიც ორკვირიან პერიოდს აღემატებოდა. ასევე პირველად, მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ ორმოცდაათს გადააჭარბა.

ფინელი ტრაპლინიდან მხტომელი მატი ნიუკიანენი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ ფიჯის, გვატემალის, იამაიკის, ნიდერლანდების ანტილის კუნძულების და ვირჯინის კუნძულების წარმომადგენლები, გუამის ოლიმპიადებში მონაწილეობის ათვლა კი სწორედ კალგარიდან დაიწყო, ხოლო სსრკ, გდრ და იუგოსლავია ბოლოჯერ წარსდგნენ ოლიმპიურ თამაშებზე.

კალგარში, ისევე, როგორც მონრეალის ზაფხულის თამაშებზე (1976), კანადელები უჩემპიონოდ დარჩნენ. მასპინძელთა მონაგარმა 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი შეადგინა, ამ შედეგებს კი ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში მიაღწიეს.

ყველაზე დიდ შედეგებს ფინელმა ტრამპლინიდან მხტომელმა მატი ნიუკიანენმა და ციგურებით მრბოლელმა ნიდერლანდელმა ივონ ვან გენიპმა მიაღწიეს. ფინელმა გათამაშებული მედლების სამი კომპლექტიდან სამივე ოქროს მედალი დაისაკუთრა. ასევე სამგზის ჩემპიონი გახდა ნიდერლანდელიც, რომელმაც 2 ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდებით მოიპოვა.

ისტორიაში შევიდა აღმოსავლეთგერმანელი კრისტა როტენბურგერიც. მან ასპარეზობა ოქრო - ვერცხლით დაასრულა, რამდენიმე თვეში კი სეულის ზაფხულის თამაშების ველოტრეკზე სპრინტში გამოვიდა და ვერცხლი მოიგო. როტენბურგერი ოლიმპიადების ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ერთ ოლიმპიურ წელს მედლები დაიმსახურა, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის თამაშებზე. ეს იყო მიღწევა, რომლის განმეორება დღეს შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ციგურებით რბოლაში ასპარეზობები დარბაზში ჩატარა.

პირველი შავკანიანი ათლეტი, ვინც ზამთრის ოლიმპიადების მედალი მოიპოვა, ამერიკელი დები ტომასია. ამერიკელმა ეს სწორედ კალგარიში ფიგურულ ციგურაობაში მესამე ადგილის დაკავებით შეძლო. კვლავაც შეუდარებელი იყო აღმოსავლეთგერმანელი კატარინა ვიტი. მან მეორე ოლიმპიური ოქრო დაიმსახურა.

ბარის თხილამურობაში სარაევოს ორ ოლიმპიურ ოქროს, თითო ვერცხლსა და ბრინჯაოს, 2 უმაღლესი სინჯის მედალი შემატა შვედმა გუნდე სვანმა.

სათხილამურო ტრასები დაიპყრო იტალიელმა ალბერტო ტომბამ. იგი საუკეთესო იყო სლალომსა და გიგანტურ სლალომში. იტალიელის ორი ოქროს მიუხედავად, ამ სახეობაში გუნდური პირველობა შვეიცარილებეს დარჩათ. რომლებმაც ქალებში და ვაჟებში 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიხვეჭეს. მათ შორის 1 ოქროს ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთხილამურის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის პირმინ ცურბრიგენის ანგარიშზეა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები