კარაკოვის ჩარტორიისკების მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარაკოვის ჩარტორიისკების მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები – პოლონეთში ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ერთეული ინახება ქ. კარაკოვის ჩარტორიისკების მუზეუმში. მუზეუმი დაარსდა 1796 წელს. ოფიციალურად იგი გაიხსნა 1801 წელს ქ. პულავაში. შემდგომ კოლექციის ნაწილი, რომელიც გადაურჩა დარბევასა და განადგურებას, გადაიტანეს პარიზში. 1970 წელს კოლექცია დაუბრუნდა პოლონეთს, ქ. კრაკოვს. მუზეუმი ფლობს ხელოვნების ნიმუშთა მეტად მნიშვნელოვან კოლექციას, ხოლო მის ბიბლიოთეკაში დაცულია 70000 ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი. ქართული ხელნაწერი, როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილია 11 ერთეულის ოდენობით. როდის და რა გზით შევიდა ეს ხელნაწერები კოლექციაში, არაა ცნობილი. ხელნაწერები არაა ნაკვლევი, არსებობს მხოლოდ მათ შესახებ ზოგადი ინფორმაცია. პირველი მწირი ცნობები ხელნაწერთა შესახებ საზოგადოებას მიაწოდა ალ. ცაგარელმა (Цагарели 1894: 284). არსებობს პოლონურენოვანი აღწერილობაც (Braun1958: 52-60). 2009 წელს გამოქვეყნდა ქართველი მკვლევრის დ. ყოლბაიას მიერ შედგენილი მცირე კატალოგი (ყოლბაია 2009:15-22). სამწუხაროდ, არ არსებობს სხვა, გაცილებით მრავლისთქმელი ინფორმაციის შემცველი პუბლიკაცია. ამიტომაც წინამდებარე გამოცემა ეყრდნობა ზემოთ დასახელებულ ნაშრომებს.

სარჩევი

Sygn. 1918. „წიგნი საგალობელთა, რომელინიც წარიკითხებიან მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან სრულიად დიდ-მარხვისა, ვიდრე პასექამდე“.

XVII-XVIIIსს. 358 ფ.; ქაღალდი; 20×28,2 სმ.;ნუსხური; მელანი შავი. ხელნაწერი აკინძულია, აქვს მაგარი ყდა; თავბოლონაკლულია.

Sygn. 1919. სადღესასწაულო.

XIს. 203 ფ.; ეტრატი; 20,8×24,8 სმ.; ნუსხური; მელანი შავი. ხელნაწერი აკინძულია, აქვს მაგარი ყდა. დაზიანებულია.

Sygn. 1920. სახარების საკითხავები.

XVII-XVIIIსს. 247 ფ.; ქაღალდი; 16,3×22,1 სმ.; ნუსხური; მელანი შავი; ტყავის ყდა.

Sygn. 1921. სადღესასწაულო.

XII-XIII სს. 60 ფ.; ქაღალდი; 18×19,1 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. ხელნაწერი აკინძულია, აქვს მაგარი ყდა. თავბოლონაკლულია. ფფ.16-17 დამატებული ჩანს მოგვიანებით. 49r მარჯვენა გვერდზე ერთვის გიორგი მთაწმინდელის კოლოფონი.

Sygn. 1922. ჟამნი.

XVI-XVIII სს.124 ფ.; ქაღალდი, 14,2×20 სმ.; ნუსხური; შავი მელანი. აქვს ტყავისყდა. თავბოლონაკლული.

Sygn. 1923. დავითნი.

XVI-XVIIIსს. 95 ფ.; ქაღალდი, 14×20სმ.; ნუსხური; შავი მელანი; აქვს მაგარი ყდა; თავბოლონაკლული. 19v-ზე არის მინაწერი: „ესტატეს ჭირიმე, რა კაის წიგნსა სწერ“.

Sygn. 1924. ჰიმნოგრაფიული კრებული (?).

XIII-XIV სს. 30ფ.; ქაღალდი; 12,5×16,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; თავბოლონაკლული; დაზიანებული. აქვს მაგარი ყდა.

Sygn. 1925. ლოცვანი.

XVI-XVIII სს. 200ფ.; ქაღალდი; 10,5×15,5 სმ.; შავი მელანი; ტყავის ყდა. თავბოლონაკლულია.

Sygn. 1926. დავითნი.

XVI-XVIII სს. 98ფ.; ქაღალდი; 11×14,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; ტყავის ყდა. თავბოლონაკლულია.

Sygn. 1927. დავითნი.

XVII-XVIII სს. 321ფ.; ქაღალდი; 10,6×15,6 სმ.; შავი მელანი; ტყავის ყდა; თავნაკლული.

Sygn. 1928. დავითნი.

XVI-XVIII სს.112ფ.; ქაღალდი; 9,2×13,6 სმ.; ნუსხური; მელანი შავი. ხელნაწერი აკინძულია. აქვს ტყავის ყდა. თავნაკლული. დაზიანებული. ჩარტორიისკების მუზეუმში დაცული ამ ხელნაწერების გარდა, დ. ყოლბაიას მცირე კატალოგში შესულია ცნობები მის მიერ 2006 წელს მოპოვებული ხელნაწერის, სავარაუდოდ, ჟამნის ფრაგმენტის შესახებაც: ჟამნი(?). XVIII-XIX სს. 4ფ. ქაღალდი; 22x31 სმ.; მხედრული; მუქი (?) მელანი. ხელნაწერი შემკულია. ფრაგმენტი ინახება აღმწერლის პირად არქივში (ყოლბაია 2009:22-23).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები