შიმანოვსკი კაროლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კაროლ შიმანოვსკი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაროლ შიმანოვსკი

კაროლ შიმანოვსკი – (6 დეკემბერი 1882, ტიმოშოვკა, ახლანდ. უკრაინის რესპუბლიკა – 29. მარტი 1937, ლოზანა), პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი და საზოგადო მოღვაწე. თანამედროვე პოლონური საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი.

1900-10-იან წლებში კონცერტებს მართავდა საზღვარგარეთ; 1911-14 ცხოვრობდა ვენაში. ამ პერიოდის მის ნაწარმოებებში იგრძნობა აღმოსავლური პოეზიისა და ფილოსოფიის გავლენა. ფრანგი იმპრესიონისტების კოლორისტული მიგნებების გამოყენებით კაროლ შიმანოვსკიმ შექმნა საკუთარი სტილი (მესამე სიმფონია – „სიმღერა ღამეზე“ ხმის, გუნდისა და ორკესტრისათვის, სპარსელი პოეტის ჯალალ ალ-დინ რუმის სიტყვებზე, 1916; „მითები“, 1915 და „ნიღბები“, 1916, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის; მესამე საფორტეპიანო სონატა, 1916-17; I კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, 1916; I სიმებიანი კვარტეტი, 1917; ოპერა „მეფე როგერი“, 1918-24, დაიდგა 1926 ვარშავაში და სხვ.). 1919 კაროლ შიმანოვსკი დასახლდა ვარშავაში, 1920-21 გასტროლებით იყო აშშ-სა (მევიოლინე პ. კოხანსკისთან ერთად) და კუბაში. 1992-იდან ცხოვრობდა ზაკოპანეში. ამ პერიოდის ნაწარმოებებია: ვოკალურ-ქორეოგრაფიული პოემა „ატამანები“, 20 მაზურკა და სხვ. 1930-33 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1933-36 გასტროლებს მართავდა ევროპულ ქვეყნებში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები