კარტოგრაფიული განყოფილება ბიბლიოთეკებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარტოგრაფიული განყოფილება ბიბლიოთეკებში – (map room in libraries), ბიბლიოთეკების სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ქმნის კარტოგრაფიულ ფონდს, იცავს მას, ახდენს სისტემატიზაციას, ბიბლიოგრაფიულ აღწერას, უძღვება კატალოგს და ემსახურება მკითხველს.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა მსოფლიოს ბიბლიოთეკების საქმიანობის უნიფიცირება, კატალოგების ურთიერთშესაბამისობა, ერთიანი სტანდარტების შექმნა. სახელმწიფო ბიბლიოთეკებში შექმნილია ე.წ. „ნორმატიული ფაილები“, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გეოგრაფიული სახელწოდებების ელექტრონული ვერსია. გეოგრაფიული სახელწოდებების სტანდარტების შექმნაზე 1948 წლიდან მუშაობენ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ლინგვისტურ-გეოგრაფიული ჯგუფები.

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები