კარტოგრაფიული შემეცნების პროცესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოგრაფიული შემეცნების პროცესი – (cognition process of cartography), ობიექტური რეალობის შემეცნების პროცესი კარტოგრაფიული მოდელის ანუ რუკის საშუალებით. ყოველი მოდელი თვალსაჩინოა, რადგან იგი იმ სუბიექტის ნააზრევია, რომელიც ობიექტს იკვლევს. მოდელის დახმარებით სინამდვილე შემეცნების პროცესში ორჯერ აისახება:
1. ობიექტის შესახებ კარტოგრაფის მიერ მიღებული ინფორმაციით, რომლითაც იქმნება პირველადი ხატი და მოდელი (რუკა);
2. მოდელში (რუკაში) ამოკითხული ინფორმაციით, როდესაც იქმნება იმდენი მეორადი ხატი, რამდენი მკითხველიც ჰყავს რუკას.