კასპიის მრგვალი ღორჯო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კასპიის მრგვალი ღორჯო – Neogobius melanostonus afiinis (Eichwald)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ღორჯოსნაირნი
ოჯახი: ღორჯოსებრნი
გვარი: ღორჯოები
თევზი ღორჯოების ოჯახისა. ზურგის მეორე ფარფლი უკანა ბოლოზე, ჩვეულებრივ, ამაღლებულია. ქერცლების განივი რიგების რიცხვი შავი ზღვის მრგვალ ღორჯოზე რამდენადმე ნაკლებია. მამლების ზურგის მეორე და კუდის ფარფლების კიდეები თეთრი არშიით აქვთ შემოვლებული. მკერდის ფარფლს ზედა არეში მრგვალი შავი ლაქა აქვს. სიგრძით 250 მმ-ს აღწევს.
გავრცელებულია კასპიის ზღვაში და მასში შენაკად მდინარეებში; ვოლგაში, ურალში, ლენქორანისა და სამხრეთ-კასპიის მდინარეებში (სეფიდ-რუდში, ბუგში და სხვ.), საქართველოს ფარგლებშიც მდ. მტკვარზე იჭერდნენ.