ღორჯოების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღორჯოების გვარი – Neogobius llyn

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ღორჯოსებრნი გვარი:ღორჯოები

თევზების გვარი ღორჯოების ოჯახისა. საცურავი ბუშტი აქვთ. კვერცხები წვრილია და შედარებით მცირე ყვითრს შეიცავს. ლარვას პელაგური სტადია ახასიათებს. სხეული წაგრძელებულია, უკანა ნაწილი შებრტყელებული და საშუალო ზომის ქერცლითაა (არანაკლებ 33-ისა) დაფარული. თვალის ქვედა გენოფორების გასწვრივი რკალისებური რიგები არა აქვთ. აგრეთვე არ გააჩნიათ თვალის უკანა კიდიდან ქვევით და წინ მიმართული ირიბი მწკრივი. თვალის ქვეშა გენოფორების 6 (იშვიათად 7 და 8) ვერტიკალური რიგია განლაგებული. მგრძნობიარე მილაკები და ფორები აქვთ. პირი ზომიერი სიგრძისაა და თვალის უკანა ვერტიკალს არ სცილდება. ლოყები და ლაყუჩის სახურავები შიშველია ან ლაყუჩის სახურავების მხოლოდ ზედა მეოთხედია ქერცლით დაფარული. კეფა ქერცლითაა დაფარული. ულვაშები არა აქვთ. მკერდის ფარფლების ზედა სხივები ზოგჯერ აპკებით არ არიან შეერთებული, როგორც დანარჩენი სხივები და თითქმის ფუძემდის თავისუფლად რჩებიან (გამოწეულია ძაფისნაირად). ცხვირის წინა ნესტოები მოკლე მილაკების სახისაა. უკანა ნესტოები თვალებთან ახლოსაა განლაგებული.

ზურგის პირველ ფარფლში, ჩვეულებრივ, 6 სხივია, მეორეში 10-ზე მეტი, ანალურ ფარფლში − 9-ზე მეტი. კუდის ფარფლი წაგრძელებული არაა. ენა ან არაა ამოკვეთილი, ან ნაწილობრივ მოკვეთილია. კბილები კონუსისებურია და მცირე მწკრივებად არიან განლაგებული. კეფაზე ძვლოვანი ტროპი არა აქვს. ლაყუჩის წინა სახურავი შეიარაღებული არ არის. ზურგის კუნთები თავზე თითქმის თვალებამდე აღწევენ. გავრცელებულია შავ და კასპიის ზღვებში, რომლებშიაც მრავალი სახეობითაა წარმოდგენილი.

საქართველოს ფარგლებში გვხვდება ექვსი სახეობა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები