კეფალების გვარი
კეფალების გვარი – Mugil Linne 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კეფალისნაირნი
ოჯახი: კეფალისებრნი
თევზების გვარი კეფალების ოჯახისა. ყბებზე კბილები მოკლე და მოქნილ წამწამებისი სახით ერთ ან რამდენიმე მწკრივადაა განლაგებული (ქვედა ყბაზე კბილები შეიძლება არც კი ჰქონდეს). სახნისისა და სასის ძვლებზე კბილები არა აქვს. პირის ხვრელი გარდიგარდმოა და მისი სიგანე სიგრძეს ჭარბობს, ქვედა ყბის კიდე წამახვილებულია. კუჭი კუნთოვანია, ცხიმოვანი ქუთუთო ან აქვს, ან არა. მოკლე ან ბლაგვი ნესტოები დინგის ზედა მხარეზეა. პირველი წყვილი პატარა და მომრგვალოა, უკანა - განივი მიმართულებით დაგრძელებულია.
ამ გვარში მრავალი სახეობაა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება. ზოგიერთი მათგანი მტკნარ წყლებშიც შედიან.
საქართველოს მდინარეების შესართავებთან და შავ ზღვაში გავრცელებულია ორი სახეობა.