კვირჩხლების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვირჩხლების გვარი – Phoxinus

ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: კვირჩხლა

თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით, რომელიც გვერდით ხაზში 70-100-ია. გვერდითი ხაზი სრული ან არასრულია, თუ სრულია, მაშინ ხშირად მკაფიოდ გამოხატული არაა, ალაგ-ალაგ წყვეტილია; თუ სხეულის უკანა განყოფილებაშია, მაშინ კუდის ღეროს მთელ სიგრიეზე სხეულის შუა ნაწილს გასდევს. ქერცლები. განსაკუთრებით სხეულის წინა ნაწილში, ერთმანეთზე კრამიტისებურად ან არ არის, ან ნაწილობრივად არის განლაგებული. ქერცლზე სხივები განლაგებულია როგორც მის ბაზალურ, ისე აპიკალურ ნაწილზე. წინაპირიანი, ნახევრად ქვედა ან ქვედაა; ის მთვარისებური ფორმისაა. ქვედა ყბა უბორცვაკოა და ზედა ყბის ნაჭდევში შედის. ტუჩები თხელია; ამათგან ქვედა ტუჩი შუაში გაწყვეტილია. ლაყუჩის პირველ რკალზე ლაყუჩთა ჩხირები მოკლე და მცირერიცხოვანია – 811, ხახის კბილები ორმწკრივია 2.5-4.2 (იშვიათად, 2.5-4.1), უფრო ნაკლებად 2.5-5.2, მათ მოკაუჭებული წვეროები გააჩნიათ. თვალის წინა ძვალი, როგორც წესი, თვალის წინა კიდეში არ შედის. ზურგის ფარფლი უკანაა გადაადგილებული და მისი დასაწყისი მუცლის ფარფლების ფუძის უკანა ვერტიკალზე მოდის. მასში სამი დაუტოტავი და 7 დატოტვილი სხივია. მუცლის ფარფლები უკან უტროპოა და გვერდებიდან შემობრტყელებული არაა (მომრგვალოა). ნაწლავის მილი მოკლეა. მუცლის აპკი ღია ან მურა ფერისაა, წვრილი თევზებია, რომლებიც სიგრძით 200 მილიმეტს არ აღემატება. ზოგ შემთხვევაში ისინი მკვეთრად შეფერილი არიან; გვერდებზე აქა-იქ გაფანტული პატარა მკვეთრად მოხაზული წინწკლები, ან უფრო მსხვილი არამკვეთრად მოხაზული ბუნდოვანი ლაქები, ან კიდევ სხეულის გვერდებზე გასწვრივი ზოლი აქვთ.

ამ გვარში გაერთიანებულია 10-მდე სახე, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ტიპიური (Phoxinus phoxinus (L) გავრცელებულია ესპანეთიდან ამურამდე, საქართველოში იგი არ მოიპოვება. მის ნაცვლად დასავლეთ საქართველოში არის მისი ქვესახე კოლხეთის კვირჩხლა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები