კიკიბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიკიბო – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხეს თემში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1410-1520 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 22 კმ მანძილზე. უკიდურესი დასახლებული პუნქტი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 86, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიისა და ციხის ნანგრევები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები