კლავიშიანი მუსიკალური საკრავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კლავიშიანი მუსიკალური საკრავები – საკრავები, რომლებიც ბგერას გამოსცემენ გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებულ კლავიშთა (კლავიატურის) მეშვეობით. კლავიშიან მუსიკალურ საკრავებს მიეკუთვნება: კლავიშიან-დასარტყმელი (ძველებური კლავიკორდი, თანამედროვე ფორტეპიანო) და კლავიშიან საბრწკენი (ძვ. კლავესინი და მისი ნაირსახეობანი) სიმებიანი საკრავები: პნევმატური კლავიშებიანი სასულე საკრავები (ორგანი და მისი ნაირსახეობანი), პნევმატური კლავიშიანი ენაკიანი საკრავები (ფისგარმონია, ბაიანი, აკორდეონი), დასარტყმელ-კლავიშიანი ფირფიტოვანი საკრავები (ზარები, ჩელესტა).