კოლხური ბაძგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლხური ბაძგი

Ilex colchica Pojark.კოლხური ბაძგი, ჭყორი მეგრულად – ბარცხელი, ბარცხინი. Fam. Aquifoliaceae – ოჯ. ბაძგისებრნი. მარადმწვანე ბუჩქია ან ხისმაგვარი ბუჩქი 2-6მ-მდე სიმაღლის, ძირიდანვე უხვად დატოტვილი ღეროთი. ფოთლები სქელია, კვერცხისებრი ან უკუკკვერცხისებრი ფორმის, მოკლეყუნწიანი, ნაპირებით ქვემოთ გადაღუნული და ეკლებად დაკბილული, იშვიათად კიდემთლიანი, შიშველი, მუქი მწვანე, პრიალა, ძარღვებჩაზნექილი, ქვემოდან მკრთალი. ყვავილი თეთრია, ფოთლების იღლიებში ჯგუფებადაა შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი მუქი წითელი კურკიანაა, მოყვანილობით ელიფსური, შხამიანია. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-IX. იზრდება შერეულფოთლოვანი, მუქწიწვიანი ტყისა და სუბალპურ სარტყელში წიფლნარ-რცხილნარ, წიფლნარში, წაბლნარში, წიფლნარ-სოჭნარში, სოჭნარ-ნაძვნარში, არყნარ-ნეკერჩხალიანში 200 მ-დან 2300 მ-მდე ზღვის დონიდან ყომრალ, თიხნარ და კარბონატულ ნიადაგებზე. ხშირად შქერთან, წყავთან და იმერულ ხეჭრელთან ერთად, ქმნის გაუვალ რაყას. სუბალპური მარადმწვანე ქვეტყის მონაწილეა. მერქანი გამოიყენება სადურგლო, სახარატო და საავეჯო წარმოებაში; ღეროები და ფოთლები შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს, იყენებენ სამღებრო საქმეში; ფოთლები გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გაციების, ფილტვების ანთების, ხველებისა და ბრონქიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, მათ ფუძეზე დამზადებული საშუალებები შველის წყალმანკს, ნიკრისის ქარს და ართრიტს. ნაყოფები შხამიანია, თუმცა ზომიერი რაოდენობით ხასიათდება რბილი სასაქმებელი მოქმედებით, ხოლო ქერქისგან დამზადებული კომპრესები ხელს უწყობს ტკივილების მოშორებას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები