კრიტიდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრიტიდია – (critidia; ქერის მარცვალი + eidos მსგავსი, გარეგნობა) – უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trypanosomatidae-ს ოჯახს. სხეულს წაგრძელებული ფორმა აქვს. იგი დაფარულია მცირე უნდულირებადი მემბრანით. კინეტოპლასტი განთავსებულია ბირთვის წინ. მოკლე შოლტი სათავეს იღებს სხეულის წინა ნაწილში. კრიტიდია – ფეხსახსრიანების პარაზიტია.