კურდღელი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კურდღელი – უძველეს დროში იყო ნაყოფიერების სიმბოლო და მეთხუთმეტე ზემოეგვიპტური ნომის ნიშანი. იმავდროულად იყო ამ ნომის უძველესი ქალღმერთის, უნუტის ცხოველი. უნდა აღინიშნოს, რომ წერილობით დაფიქსირებულ ეგვიპტურ ენაში „უნუტს“ „კურდღელის“ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. საკულტო მნიშვნელობა უნუტმა დინასტიური პერიოდის დასაწყისისათვის დაკარგა. შემონახულია კურდღლის ამულეტები, მაგრამ მათი დანიშნულება ბუნდოვანია. დროთა განმავლობაში ის გარდაიქმნა მიწისქვეშეთის დემონად კურდღლის ყურებიანი ლომის სახით.