ლანდშაფტური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლანდშაფტური რუკა − (landscape map), თემატური რუკა, გამოსახავს ბუნებრივი და ანთროპოგენული ტერიტორიული კომპლექსების განლაგებას და სტრუქტურას. არის ზოგადი და გამოყენებითი რუკები. ზოგად ლანდშაფტურ რუკებში აისახება ტერიტორიის მორფოლოგიური თავისებურებების თვისებრივი და ოდენობრივი მახასიათებლები. გამოყენებით ლანდშაფტურ რუკებში არა მარტო დაფიქსირებულია ტერიტორიის მორფოლოგიური თავისებურებები, არამედ მოცემულია მათი შეფასება და შესაძლებელი ცვლილებების პროგნოზი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები