ლაშარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაშარი – ხატი, მდებარეობს უკანა ფშავში, ფშავის არაგვის მარჯვნივ აღმართულ „ხმელგორზე“. მთის ქედის ლამაზი ვაკეადგილი შემოზღუდულია ქვის ყორის გალავნით. გალავნის შიგნით, „წმინდა მიწაზე“, მოთავსებულია საკულტო და სამეურნეო დანიშსულების ნაგებობანი. ხატი დაფარულია საუკუნოვანი მუხებითა და იფნებით.

ლაშარი ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს ხატად ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ფშავლების გარდა მას თაყვანს სცემენ. კახელები, თუშები, ხევსურები მთიულ-გუდამაყრელები და სხვე. ლაშარობაზე სალოცავად მოდიოდნენ არაქართველი, მათ შორის მაჰმადიანი ქისტებიც. ამიტომაც იგი მკვლევრებს უოპველეს წარმართულ სალოცავად მიაჩნიათ. ლაშარი იყო მთელი ფშავის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი. აქ წყდებოდა ლაშქრობისა და ზავის საკითხი. აქ ინახებოდა ლაშარის დიდი დროშა, რომლითაც თავხევისბერი დაამწყალობებდა ფშაველთა ლაშქარს. ლაშარი მოლაშქრე ხატად მიაჩნიათ. კულტის მსახურთა წარმოდგენით, იგი განაგებს ლაშქრობის ბედს. მთიელთა ლაშქარს თეთრ ცხენზე ამხედრებული, უხილავი და ნათლის სვეტად ქცეული მიუძღვის წინ იგი თავის „ყმათა“ (ფშავლების) მუდმივი ქომაგი და მფარველია.

ლაშარში ყოველწლიურად იმართება რამდენიმე ხატობა მათ შორის ზოგი ქრისტიანული კალენდარის მიხედვით, ზოგი კი არ. ტრაღიციული დიდი ლაშარობა ივლისის მეორე ნახევარში ტარდება. ამ დროს სხვადასხვა თემისა და კუთხის აუარებელი მლოცავი იყრის თავს რომელსაც მომსახურებას უწევენ ხევისბერი და სხვა კულტის მსახურნი. ლაშარს კახეთში (ახმეტის რ-ნი) ჰქონდა მეფეთაგან შემოწირული ზვრები, რომლიდან მიღებულ ღვინოს იყენებდნენ მლოცველი ხალხის გასამასპინძებლად.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

  • ვაჟა-ფშაველა, თხზ., ტ. V, გვ. 49; 199, 1961;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები