ლეგირებული თუჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლეგირებული თუჯი − თუჯი, რომელიც ჩვეულებრივ კომპონენტებთან ერთად, შეიცავს სპეციალურ დანამატებს (ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ტიტანი, ალუმინი, სპილენძი, ცირკონიუმი და სხვ.), რომლებიც აძლევენ თუჯს განსაზღვრულ თვისებებს (ცეცხლ-, ცვეთა-, კოროზიამედეგობა, ანტიფრიქციულობა და სხვ.). ლეგირებული თუჯის კლასიფიკაცია ხდება ქიმიური შედგენილობის მიხედვით (ქრომიანი, ნიკელიანი, ვანადიუმიანი და ა.შ.). თუ მალეგირებელი ელემენტები შედის მადნის შემადგენლობაში, მაშინ თუჯს უწოდებენ ბუნებრივად ლეგირებულს.