ლეოპარდი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქურუმი ლეოპარდის მომსასხამით

ლეოპარდი – ქალღმერთ მაფდეტის ცხოველი იყო. ძველ სამეფოში დიდებულები (როგორც ქალები, ასევე მამაკაცები) ლეოპარდის მოსასხამებს ატარებდნენ. ლეოპარდის ტყავს, მოსართავის სახით, ატარებდა ასევე ქურუმთა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით პირის გაღების რიტუალის და დაკრძალვის დროს. ლეოპარდის ტყავს აფარებდნენ სარკოფაგებს და კანოპებს. ახალი სამეფოს ფარაონების სამარხებში ჩვეულებრივ ორი ლეოპარდის ფიგურას ათავსებდნენ. ლეოპარდის ორ თავს ატარებდნენ ქამარზე ამულეტის სახით. ზუსტი დანიშნულება ბუნდოვანია.





წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები