ლიტერატურისმცოდნეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიტერატურისმცოდნეობა – მეცნიერება ლიტერატურის შესახებ. მისი ძირითადი შემადგენელი დისციპლინებია ლიტერატურის თეორია, ლიტერატურის ისტორია და კრიტიკა.
ლიტერატურისმცოდნეობა საზოგადოებრივი მეცნიერების დიდმნიშვნელოვანი დარგია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ადამიანთა გონებრივ და სულიერ ცხოვრებაში. იგი სწავლობს ლიტერატურის ზოგად კანონზომიერებას. ისტორიულ პროცესსა და აგრეთვე მიმართულებას აძლევს მის შემდგომ განვითარებას.