ლოქოების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოქოების გვარი - Silurus Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
რიგი: ლოქოსნაირნი
ოჯახი: ლოქოსებრნი


თევზების გვარი ლოქოსებრთა ოჯახისა. ზურგის ფარფლში ქივიანი სხივი არა აქვს. ეს ფარფლი ძლიერ პატარა ზომისაა და მოთავსებულია მუცლის ფარფლების ფუძის ვერტიკალის წინ. ანალური ფარფლი გრძელია (58-92 სხივით) და ის უშუალოდ კუდის ფარფლთანაა დაკავშირებული. მუცლის ფარფლებში 8-ზე ნაკლები სხივი არა აქვს. კუდის ფარფლი მომრგვალებულია. მკერდის ფარფლის ქიცვი გარედან კაკვიანი არაა. სამი წყვილი ულვაში აქვს, რომელთაგანაც ერთი წყვილი ზედა ყბაზეა, ორი წყვილი კი ქვედა ყბაზე. სასის ძვალზე კბილები არა აქვს, ხოლო სახნისის ძვალზე კი ისინი ერთ ან ორ გარდიგარდმო მწკრივადაა განლაგებული. თვალები პირის კუთხეების ზემოთ სხედან. თავი და სხეული რბილი კანითაა დაფარული. ნესტოები ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული. თავის ზედა პროფილი სწორია. ლაყუჩთა აპკები ერთმანეთთან შეზრდილი არაა და მხოლოდ წინა მხარეზეა დაკავშირებული ლაყუჩთშორის მანძილთან.

შეიცავს 4-5 სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, წინა აზიაში, ამურში, სამხრეთ ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოს ფარგლებში გვხვდება მხოლოდ ერთი სახე.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები