მაგდოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგდოლა – დასახლებული პუნქტი ფაიუმში. მისი ნანგრევები თანამედროვე გარაბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ნაპოვნია ნიანგების სასაფლაო, რაც სობეკის კულტის გავრცელებაზე მიუთითებს. პტოლემაიოს II-ის მიერ აგებული ტაძარი სერაპისისადმი იყო მიძღვნილი. სახელი „მაგ დოლა“ სემიტური წარმოშობის სიტყვად არის მიჩნეული. მსგავსი სახელი (მიგდალი) ერქვა ერთ-ერთ დასახლებას პელუზიუმის სიახლოვეს. ფარაონების ეგვიპტეში სიტყვა „მაგდოლა“ სავარაუდოდ ფორტებთან და სამეთვალყურეო კოშკებთან იყო დაკავშირებული. იგივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა პტოლემაისების დროს. სამთვალყურეო კოშკების მცველებს მაგდოლოფილაკები (magdolophilakes) ეწოდებოდა, ხოლო გადასახადს, რომელიც სოფლებში მათ შესანახად იკრიფებოდა, მაგდოლოფილაკეია (magdolophilakeia). ჩვ.წ.-მდე მესამე საუკუნის დასასრულისათვის ფაიუმში განლაგებული ჯარის სარდლობა (strategos) მაგდოლაში იყო განლაგებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები