სარაპისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სერაპისი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერაპისი.
ბაზალტი, ალბანის ვილა

სერაპისი – ანთროპომორფული ეგვიპტურ-ელინისტური ღვთაება, რომელიც პტოლემაიოსების დროს წარმოიშვა. შესაძლოა, პტოლემაიოს I-ს თავისი მიზნებისათვის ესაჭიროებოდა ღმერთი, რომელიც საერთო იქნებოდა ბერძენი და ეგვიპტელი მოსახლეობისათვის. ტაციტის თანახმად, პტოლემაიოსს ეს ღმერთი სიზმარში გამოეცხადა და ზოგიერთი ცნობით, უბრძანა თავისი ქანდაკების სინოპიდან გადმობრძანება, თუმცა, „სხვების ცნობით, იგივე პტოლემაიოსმა ის მემფისიდან გადმოაბრძანა“.

სერაპისის წარმოშობის ისტორია ბუნდოვანია, მაგრამ ითვლება, რომ მასში შერწყმული არიან მემფისის საკრალური ხარი ოსირის-აპისი (ეგვ.Wśr-hp, ბერძნ. Oserapis), რომელიც ნაყოფიერების და გარდაცვალების შემდეგ აღდგომის სომბოლო იყო, და ბერძნული ღმერთები – ზევსი, ჰელიოსი, დიონისე და ასკლეპიოსი. მისი იკონოგრაფია ელინისტური იყო. სერაპისის მეუღლე გახდა ისიდა, ასევე უფრო გრეციზირებული სახით. ალექსანდრიის სერაპეუმი ალექსანდრე დიდის მიერ ისიდასადმი მიძღვნილი ტაძრის ადგილზე აიგო. სერაპეუმებშიც ბერძნული და ეგვიპტური არქიტექტურის ელემენტები იყო შერწყმული. სერაპისის თაყვანისცემის მთავარ საკულტო ადგილს ალექსანდრია წარმოადგენდა, მაგრამ ბერძნულ-რომაულ პერიოდში მისი ტაძრები ძალიან ბევრი იყო მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები