მანუ (ეგვიპტური მითოლოგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანუ – (ეგვ. m3mw), მთის ქვეყანა, სადაც, ეგვიპტელთა წარმოდგენით, მზე ჩაესვენებოდა და სადაც გარდაცვლილებიც იმყოფებოდნენ. შესაძლოა, „მანუდ“ მოიაზრებოდა მთები ლეტოპოლისის დასავლეთით, რადგან ამ ქალაქის ღმერთი ხენტი-ირტი მოიხსენიებოდა, როგორც „ხორი მანუდან“. ხშირად ასე უწოდებდნენ დასავლეთსაც.