მდივანი ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯემალ მდივანი – (26. III. 1945, ზესტაფონი – 18. V. 2004, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985). ვოკალისტთა ზ. ფალიაშვილის სახელობის (1972, თბ. I პრემია), ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა (1972, ბაქო, I პრემია) და ფ. ვინიასის სახელობის (1977, ბარსელონა, II პრემია) საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი. ღირსების ორდენი კავალერი (1999).

1973 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. მჭედლიძის კლასი), იმავე წლიდან თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. შესრულებული აქვს მთავარი პარტიები მათ შორის მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), გელა (რ. ლაღიძის „ლელა“), ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ფიგარო (ჯ. როსინის სევილიელი დალაქი), რიგოლეტო, ოტელო, ჟერმონი, ამონასრო (ჯ. ვერდისრიგოლეტო“, „ოტელო,“ „ტრავიატა“, „აიდა“), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი“) და სხვ. გამოირჩეოდა ძლიერი, ლამაზი ტემბრის ხმით, არტისტული ტემპერამენტით.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები