მედიანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მედიანა – (ლათ. medius – „საშუალო“, „შუა“ ხაზი) – სამკუთხედის მედიანა ეწოდება მონაკვეთს, რომელიც აერთებს სამკუთხედის ერთ-ერთ წვეროს მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილთან.
სამკუთხედის სამივე მედიანა (ma, mb, mc) იკვეთება ერთ 0 წერტილში - სამკუთხედის მასების ცენტრში. ეს წერტილი ყოფს მედიანებს (სამკუთხედის წვეროდან) შეფარდებით 2:1.
თუ სამკუთხედის გვერდებია a, b, c, მაშინ a გვერდის მედიანის სიგრძე გამოითვლება ფორმულით:
თუ ცნობილია სამკუთხედის სამივე მედიანა, შეიძლება ფარგლითა და სახაზავით ავაგოთ ეს სამკუთხედი.