მეკენჭიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეკენჭიები (ლათ. Arenariinae) − ფრინველთა ქვეოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა.

მეკენჭიები მეჭვავიასნაირთა რიგის საშუალო ზომის ფრინველებია. კისერი, ფეხები და ნისკარტი შედარებით მოკლე აქვთ. ნისკარტი კონუსური და ბოლოში წამახვილებულია. ნესტოები მოთავსებულია ღრმა და ფართო ღარებში, რომლებიც ნისკარტზედას სიგრძის ნახევრამდე, ზოგჯერ სამ მეოთხედამდე აღწევენ. ნისკარტზედას ქედი ძირითად ნაწილში შებრტყელებულია. ფრთები მახვილია, ფრთის წვეროს ქმნის პირველი მომქნევი. გალო წინიდან დაფარულია განივი ფარებით, ხოლო უკანიდან – მრავალკუთხა ფირფიტებით. თითებს შორის აპკი სრულიად არაა. ბუდობენ ტუნდრაში ზღვების სანაპიროებთან ან მთებში კლდეებზე, ტყის ზონის ზემოთ.

ქვეოჯახში 2 გვარია, რომლებიც გავრცელებული არიან ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრებში. საქართველოში მოიპოვება ერთი გვარი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები