მეჟიროვი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე მეჟიროვი

ალექსანდრე მეჟიროვი – რუსი პოეტი, სკკპ წევრი 1943 წლიდან სსრ კავშირის დაშლამდე; ავტორი ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდად პოპულარული ლექსისა „კომუნისტებო, წინ!“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).

დაიბადა 1923 წლის 26 სექტემბერს მოსკოვში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; სწორედ ომის თემას მიეძღვნა მისი პირველი პოეტური კრებული „შორი გზა“ (1947). ავტორია ლექსთა მრავალი კრებულისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „კომუნისტებო, წინ!“ (1956), „საქარე მინა“ (1961), „თოვლთან გამოთხოვება“ (1964), „ნალი“ (1967), „ლექსები“ (1973), „ძველი ცის ქვეშ“ (1976) და სხვ.

ალექსანდრე მეჟიროვი ბორის პასტერნაკთან და ნიკოლოზ ტიხონოვთან, ნიკოლოზ ზაბოლოცკისთან და პავლე ანტოკოლსკისთან ერთად წარმატებით აგრძელებს რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობის, რუსული და ქართული მწერლობის მეგობრობის ტრადიციებს — მის კალამს ეკუთვნის ქართული პოეზიის მრავალი მნიშვნელოვანი ნიმუშის შესანიშნავი თარგმანი. ეს თარგმანები ბევრჯერ გამოიცა როგორც მოსკოვში, ისე თბილისშიც გამომცემლობა „ზარია ვოსტოკასა“ და „მერანის“ რუსული განყოფილების მიერ: „ქართველი პოეტების ლექსები“ (1952), „მეგობრების წიგნი“ (1956), „ლექსები და თარგმანები“ (1962)… საქართველოსადმი მიძღვნილი მისი ლექსებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: „ქართული ცეკვა ხმლებით“, „გზა“, „ციხე-სიმაგრე“, „საგურამოს სიმღერა“ და სხვ.

1987 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე მეჟიროვს ირაკლი აბაშიძის პოპულარული პოეტური ციკლების („რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინა, პალესტინა“) მაღალოსტატურად თარგმნისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები