მერქან-პოლიმერული კომპოზიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერქან-პოლიმერულ კომპოზიტი

მერქან-პოლიმერულ კომპოზიტი − მერქან-პოლიმერული ერთგვაროვანი მასის კომპოზიტი (თხევადი მერქანი, პოლიმერული ფიცარი, მერქანპოლიმერი, მერქანპლასტიკი), მიიღება პოლიმერისა და ხის ფქვილის (ან წვრილფრაქციული მერქნის) შერევით. ასეთი მასალისგან დამზადებული ნაკეთობა პრაქტიკულად არ განსხვავდება ნატურალური მერქნისგან არც გარეგნობითა და არც სუნით; გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ცვეთამედეგობით, არ ლპება, არ ედება ობი და სოკო, ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს გეომეტრიულ ფორმასა და ფერს; არ კარგავს საექსპლუატაციო თვისებებს არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში. მერქან-პოლიმერული კომპოზიტისგან ამზადებენ სატერასე ფიცრებს – საიდინგს (შენობის კედლების მოსაპირკეთებელი მასალა), საბაღე ფილებს, თამასოვან ღობესა და სხვადასხვა პროფილს. მისი წარმოება პირველად დაიწყეს შვედეთში 1977 წელს. მერქან-პოლიმერული კომპოზიტების საფუძველ მასალად უპირატესობა ენიჭება პოლიეთილენს, პოლიპროპილენსა და პოლივინილქლორიდს. ასეთი კომპოზიტის გამოყენება ძირითადად მიზანშეწონილია ღია ცის ქვეშ განთავსებულ ნაგებობებში, როგორიცაა: ტერასა , ვერანდა, აივანი, პავილიონი, ფანჩატური, კიბე, საბაღე ბილიკი და სხვ.

მერქან-პოლიმერული კომპოზიტური პროფილები ფიცრული კომპოზიტური იატაკი
ბოლო პერიოდში სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა მერქან-პოლიმერული კომპოზიტური მასალების ახალი ჯგუფი – თერმოპლასტიკური მერქან-პოლიმერული კომპოზიტი, რომელშიც პოლიმერულ მატრიცად გამოყენებულია ნაკლებადწვადი და უსაფრთხო მასალა თერმოპლასტი. ზოგჯერ მას თხევად მერქანსაც უწოდებენ. ასეთი მასალის კომპაუნდისაგან (კომპაუნდი – რაიმე ნივთიერებათა ნარევი, რომელიც არ წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს) ექსტრუზიის (პოლიმერული მასალების ექსტრუდერში გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი), ჩამოსხმის, დაწნეხვის ან როტაციული ფორმირების მეთოდით ღებულობენ მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელ და საბურულე მასალებს.

თუ კომპოზიტში ხის ფქვილისა და პოლიმერის თანაფარდობაა 70/30 (კეთდება გაიაფების მიზნით), მაშინ დეკინგი (ფილის მოდული ხის ზედაპირით) ავლენს ჰიდროფობულ თვისებებს და იწოვს ტენს, რის შედეგად მასალა განიცდის გაჯირჯვებას და ექსპლუატაციის ვადა მცირდება 5-7 წლამდე; თუ თანაფარდობაა 40/60, მაშინ მასალა (ფიცარი) კარგავს ესთეტიკურ სახეს და ზედაპირი ხდება მოლიპული. ყველაზე კარგი მასალა მიიღება თანაფარდობისას 50/50, როცა მასალას აქვს შესანიშნავი ფაქტურა, ესთეტიკური ზედაპირი, მაღალი ტენმედეგობა და ექსპლუატაციის ვადა (15-20 წელი).



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები