მერქნის დაცვა ცეცხლისაგან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერქნის დაცვა ცეცხლისაგანმერქნის დაცვის მეთოდი, დასაცავ ობიექტზე ცეცხლის გაჩენის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.

მერქნისა და მერქნის მასალების ცეცხლდაცვისათვის იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც კომპლექსურად ეწინააღმდეგება წვას: აირად ფაზაში ამცირებენ მერქნის დაშლის პროდუქტების დაჟანგვას, ხოლო მყარ ფაზაში ცვლიან ცელულო-ზამასალების დაშლას. მერქნის დასაცავად ცეცხლისაგან ძირითადად გამოიყენება ანტიპირენი – ნივთიერება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მერქნის აალებას და ზღუდავს ზედაპირზე ცეცხლის (ალის) გავრცელებას. არსებობს ანტიპირენის ორი ძირითადი სახეობა: მარილიანი და უმარილო. ისტორიულად ყველაზე „ძველ” მეთოდს მიეკუთვნება მერქნის გაჟღენთა მარილებით, რომელიც წარმოადგენს მინერალური მჟავის მარილების კონცენტრირებულ გამხსნელებს (ქვანახშირის, ფოსფორის, ბორის). მათი უპირატესობაა შემადგენელი ნივთიერებების ხელმისაწვდომობა და დაბალი ფასი, უარყოფითი – მოხმარების მაღალი დოზა და შედარებით მცირე „სიცოცხლისუნარიანობა”. ეფექტურობის მხრივ უფრო მისაღებად ითვლება უბრალო ანტიპირენები. ორივე სახეობისათვის მიმართავენ ზედაპირულ და სიღრმით გაჟღენთას. ცეცხლის ზემოქმედებებისაგან ისინი ექვემდებარება დაშლას და იქცევა უწვად მასად, რომელიც ქაფდება და ფარავს კონსტრუქციის ზედაპირს. ამით ის სითბოს აშორებს ზედაპირს, ამავე დროს ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას მივიდეს აალებულ კონსტრუქციამდე და საბოლოოდ ხელს უშლის წვის პროცესს. აირებიდან წვას ყველაზე მეტად უშლის ხელს ამიაკი. ფოსფატები – ფუჟვის საუკეთესო ინჰიბიტორია. ფოსფორ-აზოტის სისტემას ახასიათებს სინერგიზმი – კომპონენტების ურთიერთგაძლიერება ცეცხლდაცვის პროცესში. ქიმიური თვალსაზრისით ანტიპირენები შეიძლება იყოს ინერტული და აქტიური. ინერტული იცავს მერქანს ცეცხლისაგან ისე, რომ მერქანთან არ შედის ქიმიურ რეაქციაში. აქტიური კი – პირიქით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები