მეტრიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტრიკა (ბერძ. metron – „ზომა“, „მეტრული“ და ნიშნავს „გაზომვასთან დაკავშირებულს“). – წესი, რომელიც განსაზღვრავს მანძილს მოცემული სიმრავლის ნებისმიერ ორ წერტილს შორის; ეს არის სიმრავლის ორი წერტილის არაუარყოფითი ფუნქცია p(x,y), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1) p (x, y)≥ 0; 2) p (x, y) = 0 ⇔ x = y;
3) p(x,y) = p (y,x); 4) p(x, y) + p (y, z)≥p (x, z).

თვისებების „მეტრულად“ და „გეგმილურად“ დაყოფა პირველად შემოიღო პონსელიემ (ამ ტერმინოლოგიასთან ერთად) 1820-1830 წლებში.

გეგმილურ მეტრიკაში ხმარებული ტერმინოლოგია შემოიღო კლაინმა, რომელსაც ეკუთვნის სახელწოდებებიც „ჰიპერბოლური“, „ელიფსური“, „პარაბოლური“ გეომეტრია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები