მიკერინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიკერინის ქანდაკება დედოფალ ხამერერნებტისთან ერთად

მიკერინი – (ასევე მენკაურა, ეგვ. Mn-kw-R, „ძლიერია რას კა“), ეგვიპტის IV დინასტიის ფარაონი (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 2532-2503 წწ.), ხეფრენის ვაჟი და მემკვიდრე, გიზეში სიდიდით მესამე პირამიდის მფლობელი.

ტურინის პაპირუსის თანახმად, იმეფა დაახლოებით 18 წელიწადს. მისი მეფობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მისი პირამიდის ზომის საგრძნობი შემცირება ხეოფსის და ხეფრენის პირამიდებთან შედარებით (სიმაღლე 66 მ., კედლის სიგრძე 108,4 მ.), სავარაუდოდ, ფარაონ-ზეღვთაების იდეის ჩასვენების დასაწყისზე, და ამ ტახტის სულ უფრო აღმავალი რას კულტის მიერ დაკავებაზე მეტყველებს, რადგან ითვლება, რომ გიგანტური პირამიდების მშენებლობის ერთ-ერთ ბიძგს სწორედ ამ ორ ღვთაებას შორის დაპირისპირებით გამოწვეული დაძაბულობა წარმოადგენდა. მანეთონის ცხრილში ხეფრენს და მიკერინს შორის კიდევ ერთი ფარაონი (ბიხერისი ან აეფრა) არის დასახელებული, რომელსაც XII დინასტიის წყაროები ჯედეფხორის მომხრედ ან მიმდევრად ასახელებენ. შესაძლოა, ეს არის იგივე ნებკა. ნებკას დაუმთავრებელი პირამიდა აღმოჩენილია ზავიეტ ელ არიანში და ის მოხსენიებულია, როგორც ფარაონი, „ხეოფსის ვაჟიშვილების ზღაპრებში“, თუმცა მის შესახებ მეტი არავითარი ინფორმაცია არ არსებობს.

მიკერინის უფროსი ვაჟიშვილი მის სიცოცხლეში გარდაიცვალა და ტახტზე მომდევნო ვაჟი, შეპსესკაფი ავიდა, რომელმაც დაასრულა მიკერინის პირამიდის მშენებლობა. თუმცა მისი პირამიდის მოსაპირკეთებლად გამოყენებული იყო გრანიტი, რომელიც კირქვაზე უფრო პრესტიჟულ სამშენებლო მასალად ითვლებოდა, თვითონ პირამიდის ზომები V დინასტიის საოცრად შემცირებული და გაცილებით უხარისხოდ აგებული პირამდების მახარობლად არის მიჩნეული. მიკერინის მრავალრიცხოვანი ქანდაკებები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული. მათ შორის ყველაზე ცნობილია მიკერინის ქანდაკება თავის დედოფალთან, ხამერერნებტისთან ერთად, აღმოჩენილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გათხრების დროს 1910 წელს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები