მირგისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მირგისა – ყველაზე დიდი ფორტი იმ ფორტების ჯაჭვიდან, რომელიც ეგვიპტემ შუა სამეფოს დროს ნუბიაში, ნილოსის გაყოლებით ააგო. მდებარეობს ნილოსის მარცხენა ნაპირზე, ნილოსის მეორე ჭორომის ყველაზე საშიშ ჩქერთან, სადაც ნავები დღემდე იკარგება. თვითონ ფორტი, ოთხკუთხედი ფორმის,იდგა ნილოსის მაღალ ნაპირზე და ორმაგი კედლით იყო გარშემორტყმული. ფორტის ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული იყო ნაკლებად ფორტიფიცირებული დასახლება, რომელიც სავარაუდოდ პორტის ფუნქციას ასრულებდა.

ერთ-ერთ შუა სამეფოს სამარხში ფ. პეტრიმ აღმოაჩინა პაპირუსი, სადაც ნუბიის 14 ფორტის ჩამონათვალია მოცემული. ბევრი მათგანის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მაგრამ მირგისა მოიაზრება, როგორც „იკენი“. იკენი იყო ფორტი, სადაც უნდა გამოცხადებულიყო ყველა ნუბიელი, რომელსაც ნებას დართავდნენ წასულიყო სემნას ჩრდილოეთით სავაჭროდ ან ეგვიპტელ მოხელეებთან შესახვედრად. ამდენად, მირგისა იყო ნუბიასთან ვაჭრობის ცენტრი, რამაც ასევე განაპირობა მისი სიდიდე. მირგისასთან აღმოჩენილია დაახლ. 3 კმ. ე.წ. „გასაცურებელი გზა“, რომელზეც სავარაუდოდ ამოჰყავდათ გემები ნავიგაციისათვის უაღრესად საშიში ნილოსის მეორე ჭორომის თავიდან ასაცილებლად. ამ „გზაზე“, რომელზეც მუდმივად „ინახავდნენ“ ტალახს, აცურებდნენ გემებს იმ ადგილამდე, სადაც ნილოსი ისევ სანავიგაციო ხდებოდა. სავარაუდოდ, ასე ახდენდნენ ეგვიპტელები დიდი ქვის ბლოკების და ქანდაკებების ტრანსპორტირებას.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები