მისისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მისისი – ლომის სახის „შემაძრწუნებელი“ ღმერთი, „ველურად მომზირალი ლომი“, ეთაყვანებოდნენ მეათე ზემოეგვიპტურ ნომში, სადაც ბასტეტის ვაჟიშვილად იყო მიჩნეული. გვიანდელ პერიოდში მისი კულტი გავრცელდა დელტაში, სადაც მისი მთავარი საკულტო ადგილი ლეონტოპოლისი იყო.