მლაშე (სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მლაშე – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მლაშეს თემში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1400-1280 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 3 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 326, რომელთა 99 % ქართველია (2002).