მოგვთა თაყვანისცემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოგვთა თაყვანისცემა. ჯოტო, ფრესკა 1305-1313

მოგვთა თაყვანისცემა - მწყემსების შემდეგ ყრმა იესოს თაყვანისსაცემად სამი მოგვი მოვიდა შორეული ქვეყნებიდან, რომელთაც საჩუქრად მოართვეს: ოქრო - ვითარცა მეფეთა-მეფეს, გუნდრუკი ანუ საკმეველი - ვითარცა მღვდელმთავარს, და მური - სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც ხმარობდნენ დაბალზამების დროს. ამ სამი მოგვის სახელებიცაა შემორჩენილი: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი.

ღმრთისმშობელი მთელი ცხოვრება ინახავდა მოგვთა ძღვენს. როდესაც ეუწყა, რომ მისი ამსოფლიური ცხოვრება დასრულდა, მიძინებამდე მცირე ხნით ადრე, თავის სარტყელთან და საფარველთან ერთად იერუსალიმის ეკლესიას გადასცა, სადაც ინახებოდა 400 წლამდე. პატიოსანი ძღვენი იმპერიის ახალი დედაქალაქის საკურთხებლად კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. შემდეგ, დაახლოებით 60 წელი ნიკეაში იმყოფებოდა, მერე კვლავ კონსტანტინოპოლში დააბრუნეს. 1453 წელს, ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მუსულმანებმა სერბეთის ქრისტიან დედოფალს მოართვეს, მან კი ათონის წმიდა მთას შესწირა, სადაც დღემდე წმ. პავლეს მონასტერში ინახება (როცა სერბეთის დედოფალმა ათონის მთაზე იწყო ასვლა, მას გამოეცხადა ღვთისმშობელი და მრისხანედ ჰკითხა: ვინ ხარ შენ, დაუკითხავად რომ შემოსულხარ ჩემს ბაღშიო. შემცბარმა დედოფალმა უთხრა ვინც იყო და რისთვის იყო მოსული. ღვთისმშობელმა ისევ მრისხანედ უთხრა, რომ აქ ის არის დედოფალი და სერბეთის დედოფალს უბრძანა სასწრაფოდ გასცლოდა ამ არემარეს. ღმრთისმშობელი როგორც უეცრად გამოეცხადა, ისევე უეცრად გაქრა. ღვთისმშობლის ხილვით უსაზღვროდ გახარებულმა სერბეთის დედოფამა წმ. ძღვენი მის ერთ-ერთ მსახურს გადასცა მონასტერში მისატანად, თვითონ კი სასწრაფოდ ავიდა გემზე. ნავსადგურში მყოფმა ბერებმა კირი მოასხეს იმ ადგილს, სადაც ფეხი დაადგა სერბეთის დედოფალმა.)

პატიოსანი ძღვენი შემონახულია ასეთი სახით: 28 მცირე ზომის ოქროს ფირფიტა, სხვადასხვა ფორმისა: ოთხკუთხა, მრავალკუთხა, ტრაპეცია და სხვა. თითოეულზე განუმეორებელი უწვრილესი ფილიგრანული ანუ მეტად ფაქიზად ნაკეთები ორნამენტია. მური და გუნდრუკი მცირე ზომის, ზეთისხილისხელა ბურთულებია დაახლოებით 70 ცალი.

2000 წლის შემდეგაც კი პატიოსან ძღვენს საოცარი კეთილსურნელება სდის. ქრისტესშობის დღესასწაულზე, როდესაც მომლოცველთათვის თაყვანსაცემად გამოაქვთ, მთელი ეკლესია კეთილსურნელებით ივსება. მათგან აღესრულება ეშმაკეულთა სასწაულებრივი კურნებაც.




წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები