მოედნის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოედნის თეატრითეატრი ღია ცის ქვეშ. წარმოდგენები იმართებოდა დღისით, ხალხის მაქსიმალური თავშეყრის ადგილებში, ბაზრობების, სახვადასხვა საერო თუ საეკლესიო დღესასწაულების დროს. ვარაუდობენ, რომ სამოედნო თეატრი ჩაისახა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ მოძრავი ურიკის გამოყენებით, ღია ცის ქვეშ წარმოდგენებს მართავდა თესპიდე (VI ს. ძვ.წ.).

შუა საუკუნეებში სამოედნო თეატრის სახეობები იყო: მისტერია, ფარსი; ოდნავ მოგვიანებით – კარნავალი, ბალაგანი (და სხვ.).

წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ მართავდნენ ფიცარნაგზე ან მოძრავ ურიკებზე, ე. წ. პეჯენტებზე.

სამოედნო თეატრი ძალზედ პოპულარული გახდა მე-20 ს. 60-იან წლებში, ძირითადად საკარნავალო, პერფორმანსის და ჰეპენინგის სახით.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები