მონდორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონდორი − (ნამდვილი გვარი. დეჟილბერ გიიომ, 1594-1651), ფრანგი მსახიობი. მე-17 საუკუნის სცენური კლასიციზმის უდიდესი წარმომადგენელი. მისი დამსახურებაა პ. კორნელის დრამატურგიის აღმოჩენა და სცენაზე დამკვიდრება. მას ჰქონდა უსაზღვრო ტემპერამენტი. ეფექტური დეკლამაციისაკენ მიდრეკილების მიუხედავად, მისი თამაში გამოირჩეოდა გულწრფელობით, სისადავით. მან ძალიან ბევრი გააკეთა კლასიცისტურ თეატრში დეკლამაციის კულტურის ასამაღლებლად.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები