მონოპოლიური კონკურენციის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოპოლიური კონკურენციის თეორია - (theory of monopolistic competition), საბაზრო ქცევის მოდელი, შექმნილი ე. ჩემბერლინისა და ჯ. რობინსონის მიერ 1933 წელს. მის მიხედვით, ბაზრის ფაქტობრივი სტრუქტურა არ შეესაბამება თავისუფალი კონკურენციის ან მონოპოლიების უკიდურეს სიტუაციებს. მსგავსი, მაგრამ არაიდენტური პროდუქციის მწარმოებელი ფირმები მუშაობენ მონოპოლიური კონკურენციის პირობებში და შეუძლიათ საბაზრო ფასებზე აქტიური ზემოქმედება. მაგრამ ზემოგების ხანგრძლივად მიღების შესაძლებლობა გამორიცხულია დარგში თავისუფალი შეღწევის გამო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოკლევადიანი მოგება ქრება გრძელვადიან პერიოდში ახალი კონკურენციის წარმოქმნით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები