მონტუხეტეპ IV
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონტუხეტეპ IV – ეგვიპტის ფარაონი, (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1898?-1980 წწ.), რომელიც ასრულებს XI დინასტიას. ეს მეფე ცნობილია გრძელი წარწერებიდან ვადი ელ-ჰამამატის ქვის საბადოებში და ლარნაკით (მეტროპოლიტენის მუზეუმში), სადაც მის გვერდით მოხსენიებულია ამონემხატი, რომელიც შემდეგი, XII დინასტიის დამაარსებლად არის მიჩნეული. მონტუხოტეპ IV-ის დედა იყო უბრალო წარმოშობის ქალი, სახელად იემი და მიუხედავად იმისა, რომ თავად ფარაონი მონტუხეტეპის სახელს ატარებდა, სავსებით შესაძლებელია, რომ ის არ იყო XI დინასტიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. შექმნილი ვითარებით სარგებლობს ვეზირი ამონემხატი (მომავალში მეთორმეტე დინასტიის დამაარსებელი ამონემხატ I) და ტახტის უზურპირებას ახდენს.