მონღოლეთ-საქართეელოს ზავი 1243

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონღოლეთ-საქართველოს ზავი 1243 - არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ოქროს-ურდოში დიპლომატიურმა მისიამ შესაძლებელი გახადა მონღოლებსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულების დადება. არსენის ელჩობის შედეგად მოხდა „საქართველოსა და მონღოლთა საყაენოს შორის ზოგადი პოლიტიკური და საზავო შეთანხმება“. საქართველო-მონღოლეთის ზავი ქოსედაღის ბრძოლის (1243 წლის 3 ივლისი) მომდევნო პერიოდში, 1243 დაიდო. სახელმწიფოთა შორის ზავის საკითხი საბოლოოდ ყარაყორუმში წყდებოდა – რუსუდანის ელჩმა (ჰამადოლა) ყარაყორუმიდან პასუხით დაიგვიანა, თან დიდი ყაენიც გარდაიცვალა. ამიტომ ამ მისიამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ასეთი დიპლომატიური დატვირთვა არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ელჩობამ შეასრულა, ხოლო ბათო-ყაენთან ზავმა საბოლოო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის ფუნქცია შეიძინა – გადაწყდა საქართველოს ჩრდილოეთის ულუსისადმის უშუალო დამორჩილება, მონღოლეთ-საქართველოს ზავის პირობებით:

1. საქართველოს ხელისუფლებამ მონღოლთა ყაენის უზენაესობა ცნო.
2. მეფის ხელისუფლება და სამეფო ტახტი ხელუხლებელი რჩებოდა.
3. ქვეყნის ერთიანობა – „ყოველი საქართველო“ შენარჩუნდა.
4. მმართველობის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა არ მოხდა.
5. რუსუდანს თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში დაბრუნების უფლება მიეცა.
6. საქართველოს სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვანი პუნქტებიც დაუბრუნდა – მონღოლებმა „პატივი უყვეს მეფესა და მთავართა საქართველოსათა, მისცეს ყოველი საქართველო, ტფილისი, სამშვილდე“ (ჟამთააღმწერელი). 7. საქართველოს ტახტის პრეტენდენტს მეფობის უფლება მონღოლთაგან ეძლევა და ყაენის მიერ მტკიცდება.
8. დასავლეთ საქართველო, რომელიც მონღოლებს უშუალოდ არ დაუპყრიათ, მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. მონღოლთა უმაღლესი მოხელე და მათი ჯარი დასავლეთში არ იქნა ჩაყენებული, მაგრამ როგორც საქართველოს სამეფოს ნაწილს, რუსუდანის მმართველობის ხანაში, ლიხს-იქითს ყაენისათვის ხარკი უნდა გადაეხადა.
9. საქართველოს დაეკისრა ხარკი– 50 (40) ათასი „პერპერა“ (ოქროს ფული).
10. საქართველოს სამეფოს სამხედრო ძალის გამოყვანა და მონღოლთა დროშით ლაშქრობებში მონაწილეობა დაევალა,


წყაროები და ლიტერატურა

  • პლანო კარპისი. ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ. გ. ქოქოძის თარგმ-ი, „მსკი“, ნაკე. 2,
  • თბ. 1942;
  • ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ. 1966 (თხზ. ტ. 3, თბ., 1982).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები