მოქნილი ვალუტის კურსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოქნილი ვალუტის კურსი - (flexible exchange rate), სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების გაცვლითი კურსის განსაზღვრის სისტემა, რომლის დროსაც ვალუტის კურსი ყალიბდება უმთავრესად საბაზრო ძალების ზემოზემოქმედებით, ე.ი. მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე და არა სახელმწიფოს მიერ. ზოგჯერ მას მცურავი ვალუტის კურსის სისტემასაც უწოდებენ. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს ვალუტის კურსის ფუნქციონირებაში ამა თუ იმ სახით ჩარევაზე, ამ სისტემას მცურავი ვალუტის კურსის წმინდა სისტემას უწოდებენ.