მსოფლიოს საერთაშორისო რუკა 1:2 500 000
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსოფლიოს საერთაშორისო რუკა 1:2 500 000 – (International Map of the World 1:2500000), მსოფლიოს ზოგადგეოგრაფიული საცნობარო რუკა 1:2500000 მასშტაბში. მოიცავს დედამიწის ზედაპირს (ოკეანეებისა და ზღვების ჩათვლით), შედგება 234 ფურცლისგან. გამოიყენება საერთაშორისო თემატური რუკების შესადგენად. გადაწყვეტილება რუკის შედგენის შესახებ მიიღეს 1956 წელს გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სხდომაზე. რუკაზე მუშაობას ხელმძღვანელობდა გაერო-ს კარტოგრაფიული სამსახური. რუკაზე მუშაობა დამთავრდა 1975 წელს.