მულტიმედიური კარტოგრაფიული ნაწარმოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მულტიმედიური კარტოგრაფიული ნაწარმოები – (multimedia cartographic product), ვიდეოგამოსახულების (რუკა, სურათი), ანიმაციის, ბგერის, ტექსტის ურთიერთშეხამება. ტრადიციულ გეოგრაფიულ რუკებზე მოცემულია დიაგრამები, გრაფიკები, ტექსტი, ჩანახატები, ფოტოები. მულტიმედიური პროგრამები იძლევა ყველა ამ ტრადიციული გამოსახულების ამოძრავების და გახმოვანების საშუალებას. მულტიმედია ვირტუალური კარტოგრაფირების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. კარტოგრაფიული გამოსახულების ახსნა ხდება ტექსტით. განსაკუთრებული პროგრამული მოდულებით იქმნება გარემოს რეალური ბგერები – წყაროს ჩუხჩუხი, ფოთლების შრიალი, წვიმის შხაპუნი, ჭექა-ქუხილი და სხვა, რაც ადგილზე ყოფნის ეფექტს ქმნის. ვრცელდება კომპაქტ-დისკებით.