მუქერია დავით
დავით მუქერია – (27.XII.1954, თბილისი), ქართველი დირიჟორი. შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1995). 1985 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია სპეციალობით საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა. 1987-დან ბათუმის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. 1993- დან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი.
მისი დირიჟორობით ბათუმში დაიდგა ოპერები: ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, რ. ლაღიძის „ლელა,“ ჯ. ვერდის „აიდა“, „ოტელო“, ბეთჰოვენის IX სიმფონია, ჯ. ვერდის „რეკვიემი“და სხვ.
2007-დან არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 2009-იდან მონაწილეობდა ბათუმის I საერთაშორისო ფესტივალში „ღამის სერენადები“ (ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე). 2010 გასტროლები გამართა იაპონიაში ნინო ანანიაშვილთან ერთად. (პროკოფიევის ბალეტი „რომეო და ჯულიეტა“, ადანის „ჟიზელი“).