მშენებლობის პროექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშენებლობის პროექტიმშენებლობის პროცესის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი სტადია, რომლის დროსაც დგება ასაშენებელი ობიექტისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია, რომლითაც განისაზღვრება: მშენებლობის მთავარი კონცეფცია, სამშენებლო სამუშაოების წარმოების მეთოდები და ტექნოლოგიური თავისებურებები, საშენი მასალებისა და ინსტრუმენტების სახეები და რაოდენობა, სახანძრო უსაფრთხოება, ხარჯთაღიცხვა, მშენებლობის ვადები და ა.შ.

პროექტის შედგენა შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე კომ-პანიებს. დამთავრებული სახით მშენებლობის პროექტი არის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების, განმარტებითი ბარათის, კონსტრუქციების გაანგარიშებების, ხართაღრიცხვის, შეთანხმებების, საექსპერტო დასკვნებისა და სხვ. დოკუმენტების ერთობლიობა. პირველ ეტაპზე პროექტი მუშავდება დამკვეთის მიერ მომზადებული ტექნიკური დავალების საფუძველზე, რომელშიც გაწერილია მონაცემები მიწის ნაკვეთზე; შემდეგ ხდება საინჟინრო-გეოლოგიური და საინჟინრო-გეოდეზიური საძიებო კვლევების ჩატარება გრუნტის სტრუქტურის, გრუნტის წყლე-ბისა და მიწის რელიეფის შესასწავლად. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება, საკუთრივ, ობიექტის დაპროექტება.

მშენებლობის პროექტის სრულყოფილად მოსამზადებლად უნდა დამუშავდეს შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:

1. გენერალური გეგმა (აეროფოტოსთან ერთად);
2. განმარტებითი ბარათი, რომელიც შეიცავს ობიექტის დაპროექტებისათვის საჭირო მონაცემებს (ინჟინრული კვლევის შედეგები, ტექნიკური მონაცემები და სხვ.);
3. არქიტექტურული გადაწყვეტები (გეგმები, ფასადები, ჭრილები, სახურავი, ლიფტის შახტები, კარ-ფანჯრის ღიობები, სახანძრო გასასვლელები და ა.შ.);
4. კონსტრუქციული და საინჟინრო გადაწყვეტები (კონსტრუქციული ელემენტების – სვეტები, რიგელები, ფილები, პანელები, კიბის მარშები, კოჭები, ნივნივები, აივნები, მოაჯირები და სხვ. სამუშაო ნახაზები, ასევე ელექტრომომარაგება, გათბობა, ვენტილაცია, წყალმომარაგება, კანალიზაცია, საძირკვლების განლაგების სქემები და სხვ.);
5. რეკომენდებული ღონისძიებების ჩამონათვალი სახანძრო და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
6. მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების ჩამონათვალი;
7. სამშენებლო სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა;
8. ობიექტის ხარჯთაღრიცხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები