ვენტილაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენტილაცია – (ლათ. ventilātiō(n-) < ventilate განიავება, ბერვა), რეგულირებადი ჰაერცვლა შენობებში, სათავსებში, მეტროპოლიტენში, შახტებში, კარიერებსა და სხვ. მისი მიზანია გაწმინდოს ჰაერი და მიანიჭოს მას საჭირო ტენიანობა და ტემპერატურა. გარემოს ჰაერის მიწოდება უზრუნველყოფს სათავსში კლიმატის, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების, ტექნოლოგიური პროცესების, პროდუქტების შენახვის ტექნოლოგიისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო სასურველი დონის შექმნას. სავენტილაციო სისტემაში შედის: ვენტილატორები, სავენტილაციო აგრეგატები ან სავენტილაციო დანადგარები, ხმაურჩამქრობები, ელექტრული და წყლის ჰაერგამაცხელებლები, მარეგულირებელი და ჰაერგამანაწილებელი მოწყობილობები და სხვ. ვენტილაცია არსებობს: ადგილობრივი, აღმავალი, ბუნებრივი, გამწოვი, დაღმავალი, კვამლსაწინააღმდეგო, მაღაროს, მექანიკური, მოდინებითი, მომდენ-გამწოვი, მრავალჭავლიანი, საავარიო, საერთო გაცვლითი, საერთო მოცულობითი, შემწოვი, ხელოვნური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები