მცირე არქიტექტურული ფორმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე არქიტექტურული ფორმები – ნაგებობანი, მოწყობილობა და გარეგნული კეთილმოწყობის ელემენტები, რომლებიც ავსებენ ძირითად განაშენიანებას. ფუნქციური დანიშნულებით მცირე არქიტექტურული ფორმები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად:

  1. დეკორატიული მორთულობის ელემენტები და მონუმენტური ქანდაკება. ამ ჯგუფში შედის დეკორატიული შადრევნები, აუზები, ობელისკები, სატრიუმფო თაღები, მონუმენტები, ძეგლები, ლარნაკები და ა. შ.
  2. ტალავერები, საჩრდილობელი ფარდულები, საბავშვო სათამაშო მოედნების მოწყობილობა და ა. შ., რომლებსაც დგამენ და აშენებენ პარკებში, ბაღებში, სკვერებში, ბულვარებზე.
  3. ავტომატ-ტელეფონის ჯიხურები, წყლის დასალევი პატარა შადრევნები, სარეკლამო დანადგარები და ა. შ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები