ნადირობის ღვთაება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადირობის ღვთაება – ნადირობის საქმის გამგებელი, ნადირთმწყემსი. დარგობრივ მითოლოგიაში ნადირთა ბატონი, მწყემსი ანუ ნადირობის ღვთაება თვალსაჩინო როლს ასრულებს. მისი პოპულარობა პროპორციულია იმ მნიშვნელობისა, რაც მონადირეობას ეძლევა სამეურნეო ცხოვრებაში. ნადირთა მწყემსის შესახებ წარმოდგენა პირველყოფილ საზოგადოებაში ჩნდება მოპოვებითი მეურნეობის დროს. ამაზე მეტყველებს ხელოვნების ძეგლები ქვისხანის გამოქვაბულებსა და უძველეს ადამიანთა საცხოვრისის ახლოს მდებარე კედლებზე გამოხატული რიტუალური ცეკვები, სიმღერები და მოთხრობები, რაც ასე გავრცელებულია არაცივილიზებულ ტომებში (მაგ. კალახარის უდაბნოს მცხოვრებნი). საქართველოში ნადირთა საქმეს თაგდაპირველად ქალღმერთი (დალი, სამძივარი, ტყაში მაფა) განაგებდა, შემდეგ მას მა– მაკაცღვთაება შეენაცვლა (ბერ. შიშვლიშ, ოჩოპინტე, აფსათი). მატრიარქატის პატრიარქატით შეცვლას დიდი სარწმუნოებრივი გარდაქმნები მოყვა, ქალღმერთების ადგილი კაცღმერთებმა დაიჭირეს. ეს პროცესი ასახულია ეპოსის ისეთ ძეგლში, როგორიც ამირანიანია. ნადირობის ღვთაების შესახებ საქართველოში ბევრი მითი და თქმულებაა გავრცელებული. მისი ანარეკლი პოეზიის გარდა მხატვრული შემოქმედების სხვა დარგებშიც იჩენს თავს (მუსიკა, ქორეოგრაფია).

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • ი. ჯავახიშვილი, ქართ. ენის ისტ., I, 1951;
  • მ. ჩიქოვანი, ქ. ეპოსი, I, 1955;
  • ე. ვირსალაძე, ქ. სამონადირო ეპოსი, 1964;
  • ხალხური სიბრძნე, III,1964;
  • ქართული ხალხური პოეზია, II, 1972.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები