ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი - სარაკეტო კომპლექსის სახეობა, რომელიც მნიშვნელოვან მანძილზე აზიანებს წყალქვეშა ნავებს. არის წყალზედა ხომალდების (უმთავრესად დიდი ნავსაწინააღმდეგო და სადარაჯო) და წყალქვეშა ნავების, აგრეთვე ნავსაწინააღმდეგო საფრენი აპარატების შეიარაღებაში. ტორპედოსთან შედარებით რაკეტის უფრო სწრაფი გადაადგილება ჰაერში მიზნების რაიონში ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს აქცევს წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტურ საშუალებად.

ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შედის მართვადი რაკეტები (რაკეტა-ტორპედოები), გამშვები დანადგარები (სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი, სატორპედო აპარატი), ავტომატიკის გამშვები აპარატურა, სროლის მართვის სისტემა და სხვა.მონაცემები რაკეტების გაშვებისა და გამიზვნისათვის მოდის ხომალდის ან საფრენი აპარატის ჰიდროაკუსტიკური საშუალებებიდან. მიზნების რაიონის მიღწევისას რაკეტის საბრძოლო ნაწილი (ტორპედო ან სიღრმული ბომბი) გამოიყოფა და პარაშუტით ეშვება წყალზე. გარკვეულ სიღრმეზე ჩასვლის შემდეგ ტორპედო იწყებს მიზნების ძებნას, ხოლო ბომბი ფეთქდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები