ნამნიაური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნამნიაური – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხის თემის საკრებულოში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1570-1620 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 13 კმ მანძილზე, ქ. ახალციხიდან 42 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 148, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002)